Translate

понедельник, 28 января 2013 г.

ისტორია



საქართველოს ისტორია



     საქართველოს ისტორია 3/4 ათასი წლისაამან დღემდე არსებულ საზოგადოებრივი ფორმატის ყველა საფეხური გაიარაადრეკლასობრივი ურთიერთობების ჩასახვა დაიწყო ჩვერამდე მეორე ათასწლეულშიმითი არგონავტებზე ნათლად მოგვითხრობს იმ პერიოდის ერთ-ერთი ქართული სამეფოს კოლხეთის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და ძლიერებასგანსაკუთრებული როლი ქართული სახელწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში მეფე ფარნავაზს მიუძღვისრომელმაც პოლიტიკურ სიძლიერესთან ერთად დიდად შეუწყო ხელი ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებასქართული ერთ-ერთია იმ დამწერლობათაგანრომელიც დღევანდელ მსოფლიოს შემორჩაქართულ დამწერლობასთან ერთად საქართველოს ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამთავდაპირველად ქრისტიანობა საქართველოში იესო ქრისტეს მოწაფე ანდრია პირველწოდებულმა იქადაგახოლო სახელწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ მოხდა 337.
          
დავით IV აღმაშენებელი
      საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ისეთი ფაქტები როცა ქვეყანა სოციალურ-კუტურულ აღზევებას განიცდიდაერთ-ერთი ასეთი პერიოდი უკავშირდება მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) სახელსრომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახემწიფოს ძლიერბასმისი მეფობის დროს აშენდა მრავალი კულტურული ძეგლირომელთა შორის ერთ-ერთი უმშვენიერესია გელათის მონასტერიდავით აღმაშენებლის დაწყებულ საქმეს პირნათლად აგრძელებს მისი შვილთაშვილი თამარ მეფესწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანამისი მოღვაწეობის დროს შეიქმნა უამრავი ხელოვნების ნიმუშირომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო დამწერლობის უდიდესი ქმნილება “ვეფხისტყაოსანი”.აქართველოს აქვს გმირ მეფეთა დიდი ნუსხარომელთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ერეკლე მეორეს (1762-1798 წწ.) უკავიამას 80 წლის ასაკში 100-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა გადხდილიმის სახელს უკავშირდება 1783რუსეთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატირომლის შემდეგ საქართველომ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობარაც მხოლოდ 3 წლით შეინარჩუნა და 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
   
    
საქართველოს პირველი პრეზიდენტი,
ზვიად გამსახურდია
        უახლოესი ისტორიიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია 1991 წელს გამოცხადეული დამოუკიდებლობა,  
რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სახელს უკავშირდება ხოლო 2003 წლის 23 ნოებრის ვარდების რევოლუციამ ნათლად დაანახა მთელს მსოფლიოს ქართველი ხალხის დაუოკებელი სწრაფვა დემოკრატიული პრინციპებისადმი.



    ვარდების რევოლუციიდან 9 წელს შემდეგ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ "ქართულმა ოცნებამ".  ქვეყანას ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება გაუჩნდა, თუმცა, ამასთან საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციაშია. ქვეყნის მოსახლეობა ორად გაიყო, ნაციონალებად და ქარტული ოცნებს მხარდამჭერებად. ეს კი როდია სასარგებლო ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის.

вторник, 27 ноября 2012 г.

კულტურა


არტული კულტურა


ფოლკლორი

   მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი... 

   საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. 

   ფოლკლორის მასაზრდოებელი წყარო ცოცხალი ყოფაა. დროთა ვითარებაში ხალხურ ყოფაში მომხდარმა ცვლილებებმა შეაფერხა ქართული ფოლკლორის ბუნებრივფი განვითარება მოწყვიტა ცოცხალ ყოფას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული ფოლკლორის ტრადიციული- ავთენტიკური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა. 

   საქართველოს ისტორიასა და მატიანეებს არ შემორჩენია ქართული ფოლკლორის შემოქმედთა სახელები. გამოჩენილი მომღერლების, მომღერალთა გვარების, ლოტბარ-მგალობელთა წარმოჩენა- გამომზეურების ხანა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე დადგა: ქართული საგალობლების ნოტირებით, ქართული ხალხური სიმღერების ფონოგრაფით ჩაწერა-დაფიქსირებითა და ქართული სიმღერის სცენაზე გადატანით. ფოლკლორი, ქართული ხალხური სასიმღერო ხელოვნება, ეროვნული ცნობიერების თვალსაწიერში მოექცა. გაჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერების ერთად თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა. 

   ქართული ხალხური სიმღერის სცენაზე გადატანით მეორეული ფოლკლორი წარმოიშვა. მის პარალელურად კი, მოგვიანებით-გასული საუკუნის 60-70 წლებში-აკადემიური საშემსრულებლო სტილი ჩამოყალიბდა. 

   ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა-გალობის უკვდავებისა და სიცოცხლისუნარიანობის საქმეში ოდითგანვე უდიდეს როლს ასრულებდნენ მომღერალი ოჯახები და გვარები, რომლებიც თაობიდან თაობას გადასცემდნენ საშემსრულებლო ტრადიციას, კილოურ აზროვნებასა და რეპერტუარს: კარბელაშვილები, ფალიაშვილები, დუმბაძეები, ერქომაიშვილები, ჩავლეიშვილები, ხუხუნაიშვილები, სიხარულიძეები, ბერძენიშვილები, მახარაძეები, კოროშინაძეები, მჟავანაძეები, გოგოლაძეები, ბაბილოძეები, სიმაშვილები, ჩახუტაშვილები, მჭედლიშვილები, კავსაძეები, ზარდიაშვილები, კელაპტრიშვილები, თარხნიშვილები, ციციშვილები, აკობიები, კაკაჩიები, ხუხუები, დადვანები, ფილფანები.. 

   მომღერლები და ლოტბარები: დედას ლევანა, ოსტატი ალექსა, მიხა ჯიღაური, ექვთიმე კერესელიძე, მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ ხონელი, ასლან ერისთავი, შაქრო ლომიძე, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ამუზაშვილი, ფირუზ მახათელაშვილი, ვალერიან ჟუჟიაშვილი, გიორგი პაპალაშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, მიხეილ შავიშვილი, ძუკუ ლოლუა, რემა შელეგია, ნოკო ხურცია, კიწი გეგეჭკორი, პლატონ ფანცულაია, კირილე პაჭკორია, ილია ზაქაიძე, ჰამლეტ გონაშვილი ილია ფალიანი, პლატონ დადვანი, ჯოკია მეშველიანი... 

   ქართული ტრადიციული მუსიკა-განსაცვიფრებელი მრავალხმიანობა- შერწყმულია არქაულ მუსიკალურ ენასა და ორიგინალურ უნიკალურ ჰარმონიასთან. ქართული სასიმღერო ფოლკლორი და ცეკვა ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმების დაინტერესება ქართული სიმღერით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. ამ კოლექციათა უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა (კატალოგი და 100 ქართული ხალხური სიმღერა, 2008 წელი). 

   მრავალხმიანობა ასეთი განვითარებული სახით მსოფლიოში არ არსებობს. ამას გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ. 

   ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკისმცოდნე: 
"ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს."
ალან ივანესი-ამერიკელი კომპოზიტორი:
"ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით."
იგორ სტრავინსკი-რუსი კომპოზიტორი:
"ჩემთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება იყო ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები. ეს არის მუსიკის აქტიური შესრულების საუკეთესო ტრადიაცია... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის რაც კი ოდესმე მომისმენია."
ალან ლომაქსი-ამერიკელი ფოლკლორისტი:
"საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია." 
სწორედ ალან ლომაქსის რჩევით გაგზავნეს ამერიკელებმა კოსმოსური ხომალდით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ჩიტების ჭიკჭიკი და "ჩაკრულო" ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით. 

   ბორის ასაფიევი-რუსი მუსიკისმცოდნე:
"ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვაცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე." 

   2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. 

   მთელ მსოფლიოში მზარდია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი," რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა (ორ წელიწადში ერთხელ). 

   ქართულ ფოლკლორს მის ყოველ დარგს, ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვა-შენარჩუნებას შვიდ ათეულ წელზე მეტია (1936 წლიდან) ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მდიდარი არქივი, რომლის მასალების გამოცემა-გამომზეურება ბოლო წლებში ინტენსიურად დაიწყო (დირექტორი გიორგი უშიკიშვილი). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა და პოპულარიზაცია. ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისათვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ერონული დათვალიერება-ფესტივალ; ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი საქართველოს მასშტაბით იწერს და აფიქსირებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს; ექსპედიციები, მასტერკლასები, გამოფენები, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემმები ... ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. 

   უძველესი ასურული და ბერძნული წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ : ასურეთის მეფე სარგონი (ძვ. წ. 714 წ): ქართველთა შორეული წინაპრების ომის დროს "მხიარულ სიმღერებს" ასრულებდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) "ანაბასისში" აღწერ ქართველური ტომების "განსაკუთრებული ყაიდის", უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს, რომელთაც მოსინიკერი მტრის მოჭრილი თავების გარშებო ასრულებდნენ. შეიძლება სწორედ მრავალხმიანობა იყო ამ სიმღერების განსაკუთრებულობის მიზეზი. მაგრამ XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვამოვნების მაგალითზე, უკვე ნამდვილად საუბრობს ქარღული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის "ეთნიკური ბგერითი იდეალი" სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა. 

   მდიდარია ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ჟანრული სისტემა, დიალექტურად გამორჩეული დაDADAმრავალფეროვანი: მუსიკალური აზროვნების მარტივი თუ ურთულესი ფორმებით – აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქაული ფოლკლორიდან პოლიფონიურ ქართლ-კახურ თუ გურულ სიმღერებამდე. 

   საქართველოში საკრავიერი მუსიკა ძირითადად სიმღერის თანხლებია. დღეს შემორჩენილ საკრავთაგან განსაკუთრებით პოპულარულია ოთხსიმიანი ჩონგური, სამსიმიანი ფანდური, გუდასტვირი (ან ჭიბონი), სალამური, ჭუნირი, დაირა, დოლი და სხვ. 

   ფოლკლორის საარსებო სოციალური გარემოს შეცვლამ – ტექნიკურმა პროგრესმა, ყოფიდან მრავალი წეს-ჩვეულების გაქრობამ, მდარე მასობრივი პროდუქციის გავრცელებამ იმოქმედა ქართულ ფოლკლორზე, მაგრამ იმედისმომცემია ბოლო წელიში მომხდარი ძვრები, დიდი ყერადღება სახელმწიფოს მხრიდანაც, თუნდაც ქართული ფოლკლორის დაცვის ნაციონალური საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში უამრავი პროექტი განხორციელდა. დღეს ქართუკი ფოლკლორის ვექტორი მიმართულია უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობის გადასრჩენად და დასაცავად.



ცეკვა 

     ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთისგათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმიუნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
      
     იწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.

    მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.

    წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი დაილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.

მეღვინეობა

      მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში, რასაც ადასტურებს, გარეული და კულტურული აბორიგენული ვაზის ჟიშების მრავალფეროვნება, აგრეთვე ამპელოგრაფიული, პალეობოტანიკური, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფილოლოგიური, ლინგვისტიკური და სხვა მეცნიერული გამოკვლევები, როგორც ქართველი ისე უცხოელი მკვლევარებისა.

ვაზის ჯიშები

სოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჟიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა,საფერავი, თავკვერი, შავკაპიტო, ალექსანდროული, მუჯურეთული, ძველშავი, უსახელოური, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
საქართველოში, კერძოდ მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მარნები მიწაში ჩაფლული ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება.
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზისა და ღვინის მოხმარების კულტურა და ტრადიცია, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.
ქრისტიანული რელიგიის გავრცელების შემდეგ, როდესაც იესო ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს საქართველოში, ღვინო საეკლესიო რიტუალებშიც იღებდა და ამჟამადაც იღებს მონაწილეობას, რაზეც მიუთითებს ეკლესია-მონასტრების გარშემო ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საღვინე ჭურჭელი.
გარდა აბორიგენული ვაზის ჯიშებისა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული შემოტანილი ვაზის ჟიშები, რომლებმაც თითქმის მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე, ესენია: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი.

ენა


ქართული ენა

  ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
   მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).


ქართული ენის წარმოშობის თეორიები


  ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა.


  რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
  ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.

რელიგია



araqristianobis periodSi qarTvelebi Tayvans scemdnen erovnul RvTaebebs. ax.w. pirveli saukuneebidanve,saqarTveloSi vrceldeba qristianuli moZRvreba. 337 wels mefe mirianis dros, mociqulTa sworis wminda nino kapadokielis qadagebiT, qristianoba saxelmwifo religiad cxaddeba. V s. gamocxadda qarTuli eklesiis avtokefalia.
qarTvelebis didi nawili marTlmadidebeli qristiania, arian kaTolikebic – umetes wilad samxreT saqarTveloSi da islamis aRmsareblebi - ZiriTadad aWaraSi. amdenad qarTuli marTlmadidebuli eklesiebis gverdiT sinagoga  da meCeTic gvxvdeba.


ქრისტიანობის წარმოშობა

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში -პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთშიანდრია – კავკასიასა და ბალკანეთშიმარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.

ქრისტიანული სამყაროს გაყოფა




რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები - ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს - კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური - დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდებოდა 1960-იანი წლების რეფორმებამდე (ვატიკანის II კრება) , მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი - ეროვნულ ენებზე.

ჩემს შესახებ

    

     მე ვარ შალვა თოდუა, დავიბადე 1993 წელს, თბილისში. ვიზრდებოდი სამეგრელოში და მცირე წლებიდან მიტაცებს სქართველოს ისტორია და კულტურა, ალბათ ეს იმის დამსახურებაც არის, რომ ზღაპრებზე მეტად ქართველთა საგმირო ამბების შესახებ მიყვებოდნენ  მშობლები.
   ბავშვობაში ჯარისკაცობა მინდოდა, რადგან  ქართველისთვის ქეტნის სამსახურში ყოფნა უდიდეს პატივად მიმაჩნდა, დღეს კი ვხედავ რომ მრავალ ქარტველს არაუ წვეყნისატვის თავის განწირვა, არამედ მისი დიადი წარსულის ცოდნაც არ სურს და გული მიკვდება, რადგან უზომოდ მიყვარს სამშობლო.

   როგორც დიდმა ილიამ თქვა:
"სამი რამ დაგვრცა მამა–პაპათაგან; ენა, მამული, სარწმუნოება და ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ სამთავეს" .

 მე ჩემისმხრივ შევეცადე ჩემი წვლილი შემეტანა იმ წმინდა საქმეში რასაც ეროვნულობის დაცვა ჰქვია და ახლა იმის იმედ ვიტოვებ რომ თქვენც შეეცდებით იგივეს